კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
ბლოგი
25/09/2024
საყურადღებო სიმპტომები და გინეკოლოგიური რისკების პრევენცია
საყურადღებო სიმპტომები და გინეკოლოგიური რისკების პრევენცია! ქალის ჯანმრთელობა მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანს წარმოადგენს. გინეკოლოგიური პრობლემების საწყის ეტაპზე, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული სიმპტომები იჩენს თავს, რაც დროული რეაგირების შემთხვევაში, სერიოზული გართულებების თავიდან აცილების შესაძლებლობას გვაძლევს. საყურადღებო სიმპტომები, რომლებიც უნდა იცოდეთ: უჩვეულო გამონადენი – თუ შეამჩნიეთ მუქი, სუნიანი ან უჩვეულო კონსისტენციის გამონადენი, სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოთ გინეკოლოგს. მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი – ეს სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს მრავალი გინეკოლოგიური პრობლემის არსებობაზე, მათ შორის ანთებითი დაავადებებისა და კისტების. არარეგულარული მენსტრუაცია – მენსტრუაციული ციკლის დარღვევები სერიოზული პრობლემების სიგნალი შეიძლება იყოს, როგორიცაა ჰორმონალური დარღვევები. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს – შესაძლოა იყოს დაკავშირებული ენდომეტრიოზთან, ანთებასთან ან სხვა პათოლოგიებთან. უჩვეულო ქავილი ან სიწითლე – ეს სიმპტომები ხშირად ინფექციის ნიშნებია, ამიტომ აუცილებელია დროული მკურნალობა. როგორ დავიცვათ თავი გინეკოლოგიური რისკებისგან? რეგულარული ვიზიტები გინეკოლოგთან – მინიმუმ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ ექიმს პროფილაქტიკისთვის. ჯანმრთელობის მონიტორინგი – ყურადღებით დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და რეაგირება მოახდინეთ ნებისმიერ ცვლილებაზე. ჰიგიენის დაცვა – სწორად აღსრულებული ჰიგიენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფექციების პრევენციაში. თქვენი ჯანმრთელობა თქვენზეა დამოკიდებული – თუ დროულად მიიღებთ საჭირო ზომებს, შეძლებთ თავიდან აიცილოთ ბევრი გართულება. დაგვიკავშირდით ახლავე: 032 272 09 09
20/09/2024
რა არის ბაქტერიული ვაგინიტი?
რა არის ბაქტერიული ვაგინიტი? ბაქტერიული ვაგინიტი არის ყველაზე გავრცელებული ვაგინალური ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ვაგინალური მიკროფლორის ბალანსის დარღვევით. გამომწვევი მიზეზები: ბაქტერიული ვაგინიტი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, თუმცა მისი განვითარების რისკი იზრდება, თუ ქალი ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორებს. გამომწვევ მიზეზებს შორისაა: ვაგინალური მიკროფლორის დარღვევა ინტიმური ჰიგიენისთვის არასწორი პროდუქტების გამოყენება სქესობრივი პარტნიორების ხშირი ცვლილება არასწორი კვება ან მკაცრი დიეტები. ჰორმონალური ცვლილებები, მაგალითად, ორსულობა, მენოპაუზა... ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება, რაც ახდენს ნორმალური ბაქტერიული ფლორის დარღვევას არაჯანსაღი ცხოვრების წესი ალკოჰოლის გადამეტებული მოხმარება აბორტი საშარდე სისტემის ანთებითი პროცესები სასქესო ორგანოების ტრამვა დაქვეითებული იმუნიტეტი სიმპტომები: ბაქტერიული ვაგინიტის მთავარი სიმპტომებია: ვაგინალური გამონადენის ზრდა არასასიამოვნო სუნი, განსაკუთრებით თევზის მსგავსი სუნი ქავილი წვის შეგრძნება სხეულის ტემპერატურის მომატება გახშირებული შარდვა სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში ვაგინალური სიმშრალე დიაგნოსტიკა: დიაგნოსტიკა მოიცავს მედკაპიტალის გინეკოლოგთან ვიზიტს, რათა განისაზღვროს ვაგინალური მიკროფლორის მდგომარეობა. პრევენციისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორად შერჩეული ინტიმური ჰიგიენის საშუალებები და რეგულარული ვიზიტები მეან-გინეკოლოგთან. სტატია მომზადებულია მეან-გინეკოლოგ ნონა გიშჩუკის მიერ.
16/07/2024
ენტეროვირუსები ბავშვებში: სიმპტომები, პროფილაქტიკა და მკურნალობა
ენტეროვირუსები ბავშვებში: სიმპტომები, პროფილაქტიკა და მკურნალობა ენტეროვირუსები განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება და ფართოდ გავრცელებულია ბავშვებში. უმეტეს შემთხვევაში, ისინი მხოლოდ მსუბუქი სიმპტომებით ვლინდება, თუმცა ზოგჯერ შეიძლება სერიოზული გართულებებიც გამოიწვიოს. ამ ბლოგში განვიხილავთ, რა არის ენტეროვირუსები, როგორ ავიცილოთ მათგან გამოწვეული გართულებები და რა უნდა გავაკეთოთ მკურნალობისთვის. რა არის ენტეროვირუსები? ენტეროვირუსების არაერთი ტიპია ჩვენთვის ცნობილი. დაინფიცირება ხდება ჰაერწვეთოვანი გზით, დაბინძურებული საკვებითა და წყლით. სიმპტომები ენტეროვირუსული ინფექციების სიმპტომები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს და დამოკიდებულია ვირუსის ტიპსა და ორგანიზმის რეაქციაზე. ბავშვებში ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია: ცხელება ყელის ტკივილი გულისრევა, ღებინება და დიარეა გამონაყარი კანზე თვალების შეშუპება და ტკივილი (კონიუნქტივიტი) თავის ტკივილი მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება) მენინგიტი პროფილაქტიკა ენტეროვირუსული ინფექციების თავიდან აცილებისათვის საჭიროა შემდეგი პროფილაქტიკური ღონისძიებების დაცვა: ხელების ხშირი დაბანა: სწორი ხელის ჰიგიენა ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ვირუსების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. პირადი ჰიგიენა: მოარიდეთ ბავშვები დაბინძურებულ სათამაშოებსა და სხვა საგნებს. საკვებისა და წყლის სისუფთავე მკურნალობა ენტეროვირუსული ინფექციების მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომებზე და დაავადების სიმძიმეზე: ჰიდრატაცია: საკმარისი რაოდენობის სითხეების მიღება აუცილებელია, განსაკუთრებით დიარეისა და ღებინების დროს. სამედიცინო დახმარება: თუ ბავშვს აღენიშნება სერიოზული სიმპტომები, როგორიცაა ძლიერი თავის ტკივილი, მაღალი სიცხე, კრუნჩხვა ან სუნთქვის გაძნელება, აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.
21/06/2024
რა არის მოციმციმე არითმია?
მოციმციმე არითმიის დროს წინა გული არარეგულარულად იკუმშება და "ციმციმებს". დაავადების მიზეზებია: არტერიული ჰიპერტენზია გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგიები რევმატიული დეფექტები/სარქველის დაზიანება ფარისებრი ჯირკვლის დაავადება ნარკოტიკული და ალკოჰოლური ინტოქსიკაციები შაქრიანი დიაბეტი ფსიქო-ემოციური დაძაბულობა გულის უკმარისობის დროს მედიკამენტების გადაჭარბებული მიღება წინა გულის მიოკარდის სტრუქტურული ასაკობრივი ცვლილება სიმპტომები: დისკომფორტი გულმკერდის არეში გახშირებული გულისცემა სისუსტე თაბრუსხვევა ხუთვა მწვავე ინსულტის სიმპტომები არარეგულარული პულსი პულსის დეფიციტი გულის მუშაობის დარღვევა უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში გულყრა დიაგნოსტიკა: კარდიოლოგის მიერ გასინჯვა ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ) გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა კომპიუტერული ტომოგრაფია საშიშროება: მოციმციმე არითმია იწვევს გულის უკმარისობას თრომბოემბოლიურ გართულებებს #მედკაპიტალი - თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის!
17/05/2024
ოფთალმოლოგი ხატია ხუციშვილი ალერგიული კონიუნქტივიტის შესახებ
რა არის ალერგიული კონიუნქტივიტი და რა სიმპტომებით ვლინდება ის? თვალის კაკლის ლორწოვანი გარსი - კონიუნქტივა, გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით სხვადასხვა გამღიზიანებლის მიმართ, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას მათზე და გამოიხატება მსგავსი სიმპტომებით, როგორებიცაა: ქუთუთოების შეშუპება-სიწითლე კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება მოთეთრო ფერის ლორწოვანი გამონადენი ძლიერ გამოხატული ქავილი ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი როგორ ხდება დიაგნოსტიკა? ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოსტიკა, ძირითადად, ხდება კლინიკურად გამოხატული ნიშნების სიმპტომატიკის მიხედვით. ასევე, გამოიყენება ალერგიული სინჯები. როგორ ხდება მკურნალობა? პირველ რიგში, უნდა მოვარიდოთ პაციენტი ალერგენთან კონტაქტს. მკურნალობა დამოკიდებულია ალერგიის გამოვლენის სიმწვავეზე. რა სახის გართულება შეიძლება განვითარდეს? ხშირ შემთხვევაში, დაგვიანებულმა მომართვიანობამ და გარკვეული ჯგუფის პრეპარატების თვითნებურმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება პირიქით, უარყოფიი ზეგავლენა მოახდინოს მხედველობის ორგანოზე.
28/03/2024
რა არის ფიზიოთერაპია?
ფიზიოთერაპია მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ფიზიკური ფაქტორების გავლენას ადამიანის ორგანიზმზე და შეიმუშავებს მათი გამოყენების მეთოდებს სხვადასხვა დაავადებების მკურნალობის, პროფილაქტიკისა და რეაბილიტაციისთვის. ფიზიოთერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხანგრძლივობას, არ იწვევს ალერგიულ ფონს და არ ქმნის წამალზე დამოკიდებულებას. ფიზიოთერაპია უმტკივნეულო არაინვაზიური მეთოდია, რომელიც ახანგრძლივებს დაავადების რემისიის პერიოდს. სტატისტიკის მიხედვით გავრცელებული სახეებია: ნევროლოგიური ფიზიოთერაპია და ორთოპედიული ფიზიოთერაპია სტატისტიკურად ყველაზე მოთხოვნადი სახეებია: ელექტროფორეზი ფონოფორეზი ლაზერო თერაპია ულტრამაღალი სიხშირის თერაპია მაგნიტო თერაპია პრესო თერაპია თუ ტკივილის შესამსუბუქებლად და საერთო ჯანმრთელობაზე საზრუნავად ხერხებს ეძებთ, ფიზიოთერაპევტთან კონსულტაცია დაგეხმარებათ თქვენს საჭიროებებზე მორგებული ეფექტური კურსის შედგენაში
22/02/2024
ის, რაც აქამდე არ იცოდით შაკიკის შესახებ
შაკიკი ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ვლინდება პერიოდული გარდამავალი სიმპტომატიკით: თავის ტკივილი, ასიმეტრიული ან სიმეტრიული თაბრუსხვევა მხედველობის არეში ბრჭყვიალა წერტილები ან ზიგზაგები თვალების ტკივილი სინათლის ან ხმაურის აუტანლობა (ფოტო და ფონოფობია) შაკიკი შესაძლოა გამოვლინდეს მხოლოდ თაბრუსხვევით - ასაკიანებში, ან მუცლის ტკივილით, უმეტესად ბავშვებში. შეტევის მაპროვოცირებელი ფაქტორებია: თამბაქო ალკოჰოლი (უმეტესად წითელი ღვინო) გაზიანი სასმელები უძილობა ან ჭარბი ძილი დაქვეითებული ან ჭარბი კვება მენსტრუალური ციკლი ამინდის ცვალებადობა მონიტორთან ხანგრძლივი ჯდომა პაციენტებმა ხშირად არ იციან თავის ტკივილის მიზეზი და წლობით მკურნალობენ არასწორად დასმული დიაგნოზებით, ესენია: ქალაშიდა წნევა კისრის ოსტეოქონდროზი ჰაიმორიტი ან ფრონტიტი ბავშვებში ჰელმინთოზი და ა.შ პაციენტები ხშირად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე, იტარებენ ლაბორატორიულ, რენტგენოლოგიურ, კტ და სხვა კვლევებს, მაგრამ ვერ პოულობენ თავის ტკივილის მიზეზს, იტარებენ თვითმკურნალობას, რაც იწვევს მედიკამენტების ჭარბი რაოდენობით მიღებულ მეორეულ თავის ტკივილს. შაკიკის არანამკურნალევი შემთხვევა ხშირად გადადის დეპრესიაში, ან ინსულტის მაპროვოცირებელი ფაქტორიც შეიძლება გახდეს. შაკიკის ხშირი და ხანგრძლივი შეტევები არის შრომისუნარიანობის დაქვეითების სერიოზული მიზეზი. აღნიშნული დაავადების სწორი დიაგნოსტიკა, პრევენცია და მკურნალობა საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს — ლუიზა აწყვერელი - მედკაპიტალის სამგორის ფილიალის ნევროლოგი. #მედკაპიტალი - თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის!
06/11/2023
რა არის მშრალი თვალის სინდრომი?
მედკაპიტალის დიდუბის ფილიალის ექიმი ოფთალმოლოგი ხატია ხუციშვილი საუბრობს ფართოდ გავრცელებული მშრალი თვალის სინდრომის შესახებ. რა არის მშრალი თვალის სინდრომი? მშრალი თვალის სინდრომი გამოწვეულია ბალანსის დარღვევით - თვალის ზედაპირის არასაკმარისი დატენიანებით. საცრემლე ჯირკვლებში აღარ გამომუშავდება საკმარისი რაოდენობის ცრემლი. ხდება მისი რაოდენობრივი ან ხარისხობრივი ცვლილება ( შესაძლებელია ორივე ერთად). ბოლო 20 წლის განმავლობაში, მშრალი თვალის სინდრომის დიაგნოსტირების შემთხვევები 5-ჯერ გაიზარდა. რა სიმპტომები ახასიათებს მშრალი თვალის სინდრომს? თვალების წვის, სიმშრალისა და უცხო სხეულის შეგრძნება თვალების სიწითლე, ტკივილი და ქავილი ქუთუთოების სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნება/შეშუპება სინათლის შიში, ცრემლდენა, მხედველობის დაბინდვა, საგნის აღქმის გაძნელება. რა იწვევს მშრალი თვალის სინდრომს? კომპიუტერთან/ტელეფონთან... ხანგრძლივი მუშაობა კონტაქტური ლინზების გამოყენება - არასწორი მოხმარება ასაკობრივი ცვლილებები საცრემლე სითხის წარმოქმნასა და შემადგენლობაში გარემო პირობები, როგორიცაა: მშრალი ჰაერი შენობაში, კონდიცირება, მტვერი, ქარი, ყინვა, მზე... სხვადასხვა სახის მედიკამენტები სხვადასხვა სახის კოსმეტიკური საშუალებების მოხმარება და არასწორი ჰიგიენა უკონტროლოდ გამოყენებული ქიმიკატები წყალსა და საცურაო აუზებში, როგორიცაა ქლორი. პროფესიული შემხებლობა მუდმივ ქიმიურ დანამატებთან, ქსოვილებთან, მტვერთან. (მაგ: მკერავები, ადამიანები, რომლებიც მუშაობენ კვარცთან, მარმარილოსთან, დასუფთავების სამსახურსა და ხის საამქროებში). როგორ ვუმკურნალოთ მშრალი თვალის სინდრომს? მშრალ თვალს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სიცოცხლის ხარისხსა და ჯანმრთელობაზე. იგი საგრძნობლად აქვეითებს ადამიანის საერთო აქტივობასა და შრომისუნარიანობას; დიაგნოზის დასმის შემდეგ, მნიშვნელოვანია, დროული მკურნალობა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ პირად შეტყობინებებში, ეწვიეთ მედკაპიტალის ვებ-გვერდს, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 032 272 09 09
13/10/2023
რა არის აქონდროპლაზია?
აქონდროპლაზია ადამიანის ჩონჩხის თანდაყოლილი უხშირესი დისპლაზიაა, იგი გამოწვეულია ჩონჩხის ენდოქონდრული გაძვალების დარღვევით აქონდროპლაზია არაპროპორციული ტანდაბლობით, კიდურების სიმოკლით ვლინდება აღსანიშნია, რომ აქონდროპლაზიის მქონდე ბავშვების უდიდეს ნაწილში ორივე მშობელი საშუალო/ნორმალური სიმაღლისაა. ამასთან, აქონდროპლაზია ორივე სქესსა და ყველა რასაში თანაბრად ვრცელდება. როგორც წესი, ჩონჩხის დისპლაზიის ულტრაბგერითი ნიშნები არ ვლინდება გესტაციის 24 - 26 კვირამდე. კლინიკური ნიშნებიდან უნდა გამოვყოთ: წინ წამოწეული შუბლი, დიდი ზომის თავი (მაკროცეფალია), ჩაზნექილი ცხვირის ფუძე, წინ წამოწეული ყბა. გრძელი და ვიწრო გულმკერდი ხერხემლის დეფორმაცია და კიფოზი იდაყვის სახსარში მოძრაობის შეზღუდვა მოკლე კიდურები მოკლე ხელები, მოკლე თითები, სამკუთხა მტევანი, ბრაქიდაქტილია. განიერი, მოკლე და ბრტყელი ტერფები მნიშვნელოვანია, რომ 2 წლის ასაკიდან ხდებოდეს მუდმივი მონიტორინგი სხეულის პროპორციების, მაგ: - თავის გარშემოწერილობის, კიდურების სიგრძის. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებში, უმეტესად, კეფის დიდი ხვრელის სტენოზი, ხერხემლის სტენოზი, ძილის აპნოე, კიფოზი გვხვდება… იმის გამო, რომ ჩვილებისა და ადრეული ასაკის ბავშვებისათვის, კეფის დიდი ხვრელის სტენოზის განვითარება სიცოცხლისთვის საშიშია, ადრეული დიაგნოსტიკაა აუცილებელი. სიმპტომებიდან გამოვყოფთ ღამის სიმპტომებს, რაც ვლიდნება:- ხვრინვით, უჩვეულო პოზიციით ძილის დროს, პირით სუნთქვით, გადაწეული კისრით, ხმაურიანი სუნთქვით, სუნთქვის შეჩერება/მოხრჩობით, ჭარბი ოფლიანობით, ხველით ძილის დროს, დღის სიმპტომებიდან გამოვყოფთ: - ასაკისათვის შეუსაბამო ძილს, მაგ: სასწავლო დაწესებულებაში, მოკლე მანძილზე ავტომობილში. ასევე, დამახასიათებელია პირით სუნთქვა, ყურადღების დეფიციტი, სირთულეები დასწავლისას. აგრეთვე: იმპულსურობა, ფეთქებადობა, გაღიზიანება, აგრესია; თავის ტკივილები დღის პირველ ნახევარში - დილით. აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებს ხშირად აღენიშნებათ ოტოლარინგოლოგიური ჩივილები, ნუშისებრი ჯირკვლებისა და ადენოიდების მეტისმეტად გადიდება - ჰიპერტროფია. იმისათვის, რომ აქონდროპლაზიის დროს სმენის დაქვეითების რისკი შევამციროთ, რეკომენდებულია სმენის რეგულარული შემოწმება აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების ცხოვრების ხარისხის ამაღლებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ფიზიკური თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტისა და მეტყველების თერაპევტის მუშაობა ერთობლივად. აქონდროპლაზიის დროს აკრძალულია: კისრის ძლიერი და მკვეთრი მოხრა/გაშლა ხელში ჭერისა თუ კვების დროს. აგრეთვე აკრძალულია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობიდან ბავშვის ატაცებით წამოწევა კისრისა და თავის დაფიქსირების გარეშე აკრძალულია დატვირთული ფიზიკური აქტივობა: ხტუნვა, რწევა, გაჭიმვა ექიმები რეკომენდაციას არ უწევენ აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებში, “კენგურუს” ტიპის ბავშვის სატარებელ ჩანთებს. რეკომენდებულია: მუცელზე წოლა სიფხიზლისას დაბანისას, ნახევრად მწოლიარე პოზიცია აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისათვის რეკომენდებულია თერაპია, რაც ყლაპვისა და სუნთქვის კოორდინაციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს │ მარგალიტა დათაშვილი
21/07/2023
ყველაფერი დისლიპიდემიის შესახებ │ თეა მარტიაშვილი
დისლიპიდემია არის ლიპიდების დისბალანსი, როგორიცაა სისხლში ლიპოპროტეინების მიერ ტრანსპორტირებადი ლიპიდების (ქოლესტეროლი, ტრიგლიცერიდები, ან ორივე ერთად) პათოლოგიურად მაღალი მაჩვენებელი. ლიპიდების, განსაკუთრებით დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (დსლპ) რაოდენობა ასაკთან ერთად მატულობს. მაჩვენებლები, ქალებთან შედარებით, მამაკაცებს შორის მცირედით უფრო მაღალია, თუმცა ქალებს შორის მისი მატება მენოპაუზის შემდეგ ვლინდება. ასაკთან დაკავშირებული ლიპოპროტეინების რაოდენობის მატება დისლიპიდემიას განაპირობებს და ზრდის ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (მსლპ) – კარგი ქოლესტეროლის – მომატებული მაჩვენებელი სასარგებლოა და პათოლოგიად არ ითვლება. ჯანმრთელობის რამდენიმე ქცევას შეუძლია გავლენა მოახდინოს და გაზარდოს ლიპიდების დონე. მაგალითად: თამბაქოს მოხმარება. ფიზიკური უმოქმედობა. კვება და სიმსუქნე.ბკერძოდ, კვებითი რისკ ფაქტორები მოიცავს ხილის, თხილის/თესლების, ბოსტნეულის არასაკმარის მოხმარებას ან გაჯერებული ცხიმების დიდ მოხმარებას. ალკოჰოლის ჭარბად მიღება. დისლიპიდემიით გამოწვეული დაავადებები და გართულებები: პირველ ადგილზეა კარდიოვასკულური დაავადებები: ინფარქტი ინსულტი კორონარული არტერიების დაზიანება კაროტიდული არტერიების დაზიანება გულის უეცარი გაჩერება პერიფერიული არტერიების დაზიანებები მიკროვასკულური დაავადებები ლიპიდური ცვლის დარღვევა იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ღვიძლის გაცხიმოვნება პანკრეატიტი პირველადი ბილიარული ქოლანგიტი ასევე, იწვევს გართულებებს შემდეგი დაავადებებისას: საკვერცხის პოლიკისტოზის სინდრომი ჰიპოთირეოზი თირკმლის ქრონიკული დაავადებები დიაბეტი სიმპტომები: სისხლში ლიპიდების მომატებული რაოდენობა, ჩვეულებრივ, სიმპტომებს არ იწვევს. ზოგჯერ, როდესაც მაჩვენებლები განსაკუთრებულად მაღალია, ცხიმი ლაგდება კანსა და მყესებში და ქმნის ბორცვისებურ შემაღლებებს, რომელთაც ქსანთომები ეწოდება. ტრიგლიცერიდების მნიშვნელოვნად მომატებულმა რაოდენობამ შესაძლებელია ღვიძლისა და ელენთის ზომის მატება გამოიწვიოს და გაზარდოს პანკრეატიტის განვითარების რისკი. პანკრეატიტმა შესაძლოა მუცლის ძლიერი ტკივილი განაპირობოს და ფატალურიც კი აღმოჩნდეს. მკურნალობა / მართვა/ პაციენტის განათლება პაციენტებმა უნდა აღიარონ და დაიცვან ჯანმრთელობის სპეციფიკური ქცევები, რომლებსაც შეუძლიათ ლიპიდების დონის შენარჩუნება და შემცირება. დისლიპიდემიის საწყისი მკურნალობა მოიცავს ცხოვრების წესის შეცვლას. დიეტას, წონის კონტროლს, საკვებ რაციონში ნაჯერი ცხიმების შემცირებას, აქცენტი კეთდება ბოსტნეულის, ხილისა და მარცვლეულის მიღებაზე შესაბამისი კალორიული მოთხოვნილების ფარგლებში, მწეველებისათვის – თამბაქოს მოწევის შეწყვეტა, ასევე მოზრდილებმა უნდა მიიღონ ზომიერი და ენერგიული ფიზიკური დატვირთვა კვირაში 3-დან 4-ჯერ მინიმუმ 40 წუთის განმავლობაში.
18/07/2023
აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი - ნათია ჯოხაძე
მედკაპიტალის პედიატრი, ნათია ჯოხაძე, საუბრობს თემაზე: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი ადრეული ნიშნები, რომლებიც ძალიან საყურადღებოა: საზოგადოდ, ბავშვთა აუტიზმი განმარტებულია, როგორც განვითარების მძიმე დარღვევა. ეს ასეა, თუმცა, ბავშვი ამ სტატუსის ნაადრევად მიკუთვნებისგან რომ დავიცვათ, უპირატესობას ასეთ განსაზღვრას მივანიჭებთ:- აუტიზმი არის იმ დარღვევათა ერთობლიობა, რომელიც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვის შესაძლებობაზე, დაამყაროს სხვებთან ურთიერთობა. ასეთი ფორმულირება საშუალებას გვაძლევს, იმედი არ გადავიწუროთ და ბავშვს განვითარების შანსი მივცეთ. თუ თქვენი შვილი სამ წლამდეა: არ რეაგირებს თქვენს მცდელობებზე, მიიქციოთ მისი ყურადღება და დააინტერესოთ, ან თუ საერთოდ არ გიმჩნევთ. არ ლაპარაკობს, ან უცნაურად, ან თავისებური ლექსიკით მეტყველებს. არ იღიმება, გარიდებთ მზერას და გაურბის ურთიერთობას. ირწევა, აქვს უჩვეულო რეაქცია ხმაურზე, შეხებაზე, სუნზე, ან ხშირად ერთსა და იმავეს აკეთებს, უცნაურად და ამოჩემებულად. უნდა გავბედოთ და ვთქვათ, საეჭვოა აქ აუტიზმის არსებობა. ვფიქრობთ, რომ გარკვეული ფაქტორები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აუტისტური სინდრომის ჩამოყალიბებას. მაგ : - დედის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, როგორც მშობიარობამდე, ისე შემდგომ. ასევე, დედა-შვილის ურთიერთობა ფეხმძიმობისა და ბავშვის დაბადების შემდეგ. პირველი სახიფათო ნიშნებია:- როცა ბავშვი უარს ამბობს დედის რძეზე, გაუთავებლად ატრიალებს თავს, იქნევს ხელებს თვალებთან და უყურებს ერთ წერტილს. 0-2 წლამდე დიაგნოსტირება ხდება მშობლების გამოკითხვის საფუძველზე და ის არ გულისხმობს ბავშვის ქცევაზე უშუალო დაკვირვებას. 2 წლიდან კი, დიაგნოზისათვის მის ქცევაზე უშუალო დაკვირვებაა აუცილებელი. დაკვირვება ხდება ყოველდღიურად, დროის მოკლე მონაკვეთში, ამას ემატება მარტივი დაავადებები. სამწუხაროდ, მზა რეცეპტი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის დღესდღეობით არ არსებობს, თუმცა რამდენიმე რჩევა მაინც შეგვიძლია მოგცეთ: არ შეგეშინდეთ, აპათიურ ბავშვთან ურთიერთობა. თავი ბავშვის ადგილას წარმოიდგინეთ, იფიქრეთ რას შეიძლება გრძნობდეს თქვენი პატარა. შეძლებისდაგვარად, ბავშვს მონაწილეობა მიაღებინეთ ოჯახურ აქტივობებში. ხმამაღლა ესაუბრეთ ყველაფერზე. ეცადეთ, მის ნაცვლად არაფერი გააკეთოთ, მხოლოდ დაეხმარეთ შვილს. ნუ შეუსრულებთ ყველაფერს, მხოლოდ იმის გამო, რომ ის არ ჰგავს სხვებს. თუ გაქცევა სურს, დაიჭირეთ და მაგრად მოეხვიეთ. უყურადღებოდ არ დაგრჩეთ მეუღლე და სხვა შვილები. და ბოლოს, ჩემო პაციენტებო, მე თქვენ ყველა მიყვარხართ, უბრალოდ, მიდგომას ვსწავლობ იმ ფენომენთან, რასაც აუტიზმი ჰქვია და ვიმედოვნებ, ამ სტატუსის მოზრდილი ასაკის ადამიანებთანაც შევძლებ შეხვედრას │ ნათია ჯოხაძე
07/07/2023
წელის ტკივილთან დაკავშირებული საკითხები - როზეტა გალოგრე
წელის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული წუხილია საქართველოში. მედკაპიტალის ნევროლოგი, როზეტა გალოგრე, გვესაუბრება წელის ტკივილთან დაკავშირებულ საკითხებზე. რა იწვევს წელის ტკივილს? წელის ტკივილის ორი სახე არსებობს: მექანიკური და ანთებითი. მექანიკური ხასიათის წელის ტკივილს იწვევს: ჯდომითი ცხოვრების წესი ჭარბი წონა არასწორი ფიზიკური დატვირთვა უხერხული, არასწორი მოძრაობა ანთებითი ხასიათის წელის ტკივილს იწვევს ოსტეოქონდროზი სპონდილართრიტი - სპონდილართროზი რევმატიზმი რადიკულიტი, ლუმბაგო ნევრალგია ანთებითი წელის ტკივილი მოსვენებულ მდგომარეობაში მეტად შემაწუხებელია, ხოლო მოძრაობასთან ერთად ტკივილი მცირდება. წელის ტკივილის გამომწვევი მიზეზები: არსებობს წელის ტკივილის გამომწვევი სხვადასხვა დაავადება ვერებოროგენური, რომელიც დამოკიდებულია ხერხემლის პათოლოგიასთან; გინეკოლოგიური: საშვილოსნოს მილებისა და საკვერცხების ანთება ენდომეტრიოზი მტკივნეული მენსტრუაცია სასქესო ორგანოების დაწევა - გამოვარდნა სიმსივნური დაავადებები... უროლოგიური: ქრონიკული პილონეფრიტი შარდ-კენჭოვანი დაავადებები მწვავე ნეფრიტი ურეთრის აბსტრუქცია როდის უნდა მივმართოთ ექიმს? მხდარია ცნება, თითქოს, მხოლოდ ხერხემლის პათოლოგია იწვევს წელის ტკივილს. ხშირად, ამის მიზეზი მექანიკურია. მექანიკური ტკივილი ე.წ. წელკავი ლოკალიზდება, ძირითადად, წელის არეში და მისი გამომწვევი მიზეზი, როგორც აღვნიშნეთ, ხერხემლის გამშლელი კუნთების დაჭიმულობაა. სწორედ ამიტომ, პირველივე ტკივილის დროს, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რადგან მოხდეს სწორი კვლევა - დიაგნოსტირება, გამოვლინდეს ტკივილის გამომწვევი მიზეზები, დაინიშნოს სწორი მკურნალობა და დროულად იქნეს თავიდან აცილებული გართულებები, განსაკუთრებით, ხერხელმლის ანთებითი დაავადებების დროს, რაც გამოიხატება ხანგრძლივ ტკივილში, ან იწვევს გამოუსწორებელ დეფორმაციასა და შრომისუნარიანობის დაქვეითებას. წელის ტკივილის დროს ინიშნება: ფიზიოთერაპია სამკურნალო ვარჯიშები მასაჟი, ან მანუალური თერაპია ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები და ვიტამინები გარეგანი ანთების საწინააღმდეგო საშუალებები, მალამოები. პაციენტს მიეცემა რჩევები შეზღუდვების შესახებ როგორ ავირიდოთ წელის ტკივილი? პირველ რიგში, აუცილებელია, ცხოვრების სწორი წესის ჩამოყალიბება. მეტი აქტიური მოძრაობა: ფეხით სიარული, ცურვა... ფიზიკური დატვირთვის სწორი განაწილება სწორი ფიზიკური ვარჯიშები, გაჭიმვები. წონის რეგულაცია მედკაპიტალის ნევროლოგი │ როზეტა გალოგრე
29/06/2023
რუჯი და ზღვა ორსულობის დროს - თამარ სოლოშვილი
მედკაპიტალის მეან-გინეკოლოგი, თამარ სოლოშვილი, საუბრობს ყველა ორსულისათვის საინტერესო თემაზე: რუჯი და ზღვა ორსულობის დროს. ორსულობა ბუნებრივი მდგომარეობაა. ყველა ორსულს სჭირდება განტვირთვა, დასვენება. მათ შორის, მზე,ზღვა და რუჯი. თუ ორსულს არ აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები, ცურვა საკმაოდ სასარგებლოა. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და თვითშეგრძნებას. ხსნის შეშუპებას და ამცირებს წნევას. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ორსული საკუთარ სხეულს ამზადებს მშობიარობისთვის. აუცილებელია, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს დაიცვათ უსაფრთხოების ზომები. რაც შეეხება ყველასთვის საყვარელ რუჯს: უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უმჯობესია, ორსული მოერიდოს შუადღის საათებში მზეზე ყოფნას. უნდა გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს კანი უფრო მეტად მგრძნობიარეა მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ადვილად ხდება კანის დამწვრობა და ორგანიზმის გაუწყლოება. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. რეკომენდაცია: ორსულობის პირველ ტრიმესტრში მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, მათ შორის, ცურვას; მოერიდეთ მზეზე ყოფნას, თუ აღგენიშნებათ თაბრუსხვევა, სისუსტე და უჰაერობა. │ თამარ სოლოშვილი
22/06/2023
გულის იშემიური დაავადებები - ლია მამასახლისი
მედკაპიტალის ოჯახის ექიმი ლია მამასახლისი საუბრობს გულის იშემიური დაავადებების შესახებ რა არის გულის იშემიური დაავადება? გულის იშემიური დაავადება (გიდ) - კომპლექსური პათოლოგიაა, რისი მიზეზიც არის გულის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროვება და შეიძლება იყოს მცირე კალიბრის არტერიების თრომბოზი, ან სპაზმი (დროებითი შევიწროვება). შეკუმშვისთვის გულის კუნთს ესაჭიროება ენერგია (ჟანგბადი), რომლესაც იგი იღებს მისი მკვებავი სისხლძარღვების საშუალებით. როდესაც გულის მკვებავი არტერია შევიწროვებულია, ხდება კონკრეტული უბნის (ტერიტორიის) იშემია, ეს თავის მხრივ იწვევს კარდიომიოციტების ენერგეტიკულ კრიზისს. თუ აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება 30 წუთზე მეტს, კარდიომიოციტები „კვდება“ და ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი . რამდენად გავრცელებულია გულის იშემიური დაავადება? გულის იშემიური დაავადება საკმაოდ გავრცელებულია ადამაინთა პოპულაციაში და საშიში დაავადებაა. რიგ შემთხვევებში, ის ხდება სიკვდილის მიზეზი. რა უწყობს ხელს გულის იშემიური დაავადების განვითარებას? რისკ ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია გიდ-ის განვითარებაში: უმოძრაო ცხოვრების წესი არაჯანსაღი კვება თამბაქოს მოხმარება ალკოჰოლის ჭარბი და ხშირი მიღება ჭარბი წონა არტ.ჰიპერტენზია შაქრიანი დიაბეტი რა სიმპტომებით ვლინდება გიდი? ტკივილი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით, გულმკერდის შუა ნაწილში. ტკივილს აქვს მოჭერითი ხასიათი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ზეწოლისა და წვის შეგრძნება. ტკივილი შეიძლება ირადირებდეს (გადადიოდეს) მხრის, მკლავის, ზურგის, ბეჭის ქვეშ და ქვედა ყბის მიდამოში. შეიძლება იყოს ტკივილი კუჭის არეში. აგრეთვე შასაძლოა, გულის ტკივილს ახლდეს სუნთქვის გაძნელება, შიში, შფოთვა, დაღლილობა. რა არის „მუნჯი იშემია“ ? მუნჯი იშემია ერთ-ერთი სახიფათო პროცესია, რომელიც მიმდინარეობს გულის კუნთში სიმპტომის გარეშე და ხშირად მთავრდება მიოკარდიუმის ინფარქტით. მისი გამოვლენისათვის აუცილებელია კლინიკოლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, როგორიც არის: ელექტროკარდიოგრაფია ( 24 საათიანი), ელექტროკარდიოგრაფია ჰოლტერის მეთოდით, ქოლესტერინის დონის განსაზღვრა სისხლში და კოაგულოგრამა. რას იწვევს გიდი? გიდი მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის ცხოვრების წესს, მცირდება მისი შრომისუნარიანობა, უშლის ხელს მცირე ფიზიკურ აქტივობასაც. ამ დროს, პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც მოახდენს დაავდების დროულ დიაგნოსტირებას და დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას, ან საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოს კარდიოლოგს. მნიშვნელოვანია, პაციენტს დაენიშნოს დროული თერაპია. განსაკუთრებულია, ამ შემთხვევაში, მეტაბოლური თერაპია, რომლის მიზანია გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მიწოდების ოპტიმიზაცია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას. გისურვებთ ჯანმრთლობას და სულიერ სიშვიდეს │ ლია მამასახლისი
16/06/2023
ინსულტის განვითარება, სიმპტომები, რისკები და მკურნალობა - თინათინ ბასიაშვილი
მედკაპიტალის ექიმი ნევროლოგი თინათინ ბასიაშვილი საუბრობს ინსულტის განვითარების, სიმპტომების, რისკებისა და მკურნალობის შესახებ: რა არის ინსულტი? ინსულტი სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით. რა არის ინსულტის სიმპტომები? თავის ტკივილი მეტყველების დარღვევა ცნობიერების დაქვეითება ძალის დაქვეითება კიდურებში სახის ასიმეტრია მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა სახისა და კიდურების დაბუჟება რამდენი ტიპის ინსულტი არსებობს? არსებობს 2 სახის ინსულტი: იშემიური - რომელიც განპირობებულია თავის ტვინის არტერიის თრომბით დახშობით ჰემორაგიული - სისხლჩაქცევა თავის ტვინში, რომელიც ვითარდება სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის შედეგად. შესაძლებელია თუ არა, ინსულტის მკურნალობა? თანამედროვე მედიცინაში, იშემიური ინსულტის მკურნალობის აღიარებული მეთოდებია: თრომბექტომია და თრომბოლიზისი თრომბექტომია - გულისხმობს სისხლძარღვიდან თრომბის ამოღებას ენდოვასკულარული გზით, რაც განაპირობებს სისხლის ნაკადის აღდგენას ტვინში. ის გამოიყენება მაშინ, როდესაც თრომბოლიზისი (ანუ თრომბის დაშლა) შეუძლებელია, მისი სიდიდიდან გამომდინარე. რა არის ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორები? არითმია მაღალი არტ. წნევა შაქრიანი დიაბეტი ჭარბი წონა ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება როგორ შეიძლება ინსულტის პრევენცია? დაარეგულირეთ სისხლის წნევა აკონტროლეთ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში შეწყვიტეთ ჭარბი ალკოჰოლის მიღება უარი თქვით თამბაქოზე მიირთვით ჯანსაღი საკვები აკონტროლეთ სხეულის მასა ივარჯიშეთ რეგულარულად ინსულტის ნაადრევი დიაგნოსტიკა და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ინვალიდიზაციის ხარისხი ნევროლოგიაში, სწორედ ამ დაავადების გამოა. თანამედროვე მედიცინაში ინსულტის პრევენცია შესაძლებელია! │ თინათინ ბასიაშვილი
30/05/2023
მამოლოგთან ვიზიტი და ორსულობა
ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპის წინ, როგორიც არის ორსულობა აუცილებელია მამოლოგთან ვიზიტი, რათა გამოირიცხოს ამა თუ იმ პრობლემის არსებობა სარძევე ჯირკვალში. ორსულობის დადგომის შემდგომ სარძევე ჯირკვლის ფორმა და სტრუქტურა იცვლება, რაც შეიძლება გახდეს სერიოზული დაავადების გაჩენის რისკი. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვალში უკვე არსებული წარმონაქმნების ზრდა. იგივე რეკომენდაციებია ექსტრაკორპორალური (ხელოვნური) განაყოფიერების წინ, ჰორმონალური კონტრაცეპტივებისა და ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის შემთხვევებში │ ვლადიმერ ნადირაძე მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია: 18-19 წლის გოგონებისათვის, რომელთაც არ აქვთ სერიოზული პათოლოგია და ონკოდაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა - წელიწადში ერთხელ მენსტრუალური ციკლის პირველ პერიოდში. (5-12 დღე.) სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია უნდა ჩატარდეს წელიწადში მინიმუმ ერთხელ. მამოგრაფია რეკომენდებულია 40-დან 70–მდე ასაკის ქალბატონებისათვის ორ წელიწადში ერთხელ. ექოსკოპიისა და მამოგრაფიის ჩატარება არ ანაცვლებს სპეციალიტთან ვიზიტს. ორსულობის დაგეგმვამდე, ექსტარაკორპორალურ (ხელოვნურ) განაყოფიერებამდე, ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დაწყებამდე. თუკი გაქვთ სარძევე ჯირკვლების არეში დისკომფორტი, ტკივილი. თუ შენიშნეთ გამონადენი დვრილიდან, სარძევე ჯირკვალში მოც. წარმონაქმნი. #მედკაპიტალი - თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის!
24/03/2023
მაია დოლიძე - მედკაპიტალის მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს პერინატოლოგთა და მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი
მაია დოლიძე პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს გინეკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს შეისწავლის. გინეკოლოგიის მიზანია ამ დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია. რომელი გინეკოლოგიური დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად? გინეკოლოგიური დაავადებები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ჯგუფად, ესენია - ენდოკრინული დარღვევები, სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებები, ანთებითი და არაანთებითი, ასევე ონკოლოგიური პათოლოგიები. რა სიხშირით უნდა მივმართოთ გინეკოლოგს? პროფილაქტიკური გასინჯვისათვის, უნდა მივმართოთ წელიწადში ერთხელ მაინც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაავადებების პრევენციისათვის, რადგან საწყის ეტაპზე აღმოჩენილი პათოლოგიის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შორს წასული შემთხვევების. იმ შემთხვევაში, თუ დაავადება დიაგნოსტირებულია, ვიზიტის სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის მიერ. რა ასაკიდან უნდა მივმართოთ გინეკოლოგს? პროფილაქტიკური გასინჯვა, ქალმა, სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდში უნდა ჩაიტაროს - მომწიფების, რეპროდუქციულ ასაკში, პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სქესობრივი ცხოვრება. სიმპტომები, როდესაც ქალმა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს? თუ ქალს აქვს შემდეგი ჩივილები: ჭარბი სისხლდენა, სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის პერიოდში, მუცლის ქვემო მესამედში ტკივილები, სხვადასხვა სახის გამონადენი, წვა და ქავილი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, თვითმკურნალობა გაუმართლებელია! და ბოლოს, გინეკოლოგიური რჩევა ქალებს ძვირფასო ქალებო, ნუ დაიზარებთ და ნუ გადადებთ გინეკოლოგთან ვიზიტს, ვინაიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სრულფასოვანი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. ︱ მაია დოლიძე