მედკაპიტალის ოჯახის ექიმი ლია მამასახლისი საუბრობს გულის იშემიური დაავადებების შესახებ
რა არის გულის იშემიური დაავადება?
გულის იშემიური დაავადება (გიდ) - კომპლექსური პათოლოგიაა, რისი მიზეზიც არის გულის მკვებავი სისხლძარღვების ათეროსკლეროზული შევიწროვება და შეიძლება იყოს მცირე კალიბრის არტერიების თრომბოზი, ან სპაზმი (დროებითი შევიწროვება).
შეკუმშვისთვის გულის კუნთს ესაჭიროება ენერგია (ჟანგბადი), რომლესაც იგი იღებს მისი მკვებავი სისხლძარღვების საშუალებით. როდესაც გულის მკვებავი არტერია შევიწროვებულია, ხდება კონკრეტული უბნის (ტერიტორიის) იშემია, ეს თავის მხრივ იწვევს კარდიომიოციტების ენერგეტიკულ კრიზისს. თუ აღნიშნული მდგომარეობა გრძელდება 30 წუთზე მეტს, კარდიომიოციტები „კვდება“ და ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტი .
რამდენად გავრცელებულია გულის იშემიური დაავადება?
გულის იშემიური დაავადება საკმაოდ გავრცელებულია ადამაინთა პოპულაციაში და საშიში დაავადებაა. რიგ შემთხვევებში, ის ხდება სიკვდილის მიზეზი.
რა უწყობს ხელს გულის იშემიური დაავადების განვითარებას?
რისკ ფაქტორები საკმაოდ მნიშვნელოვანია გიდ-ის განვითარებაში:
რა სიმპტომებით ვლინდება გიდი?
ტკივილი გულმკერდის არეში, განსაკუთრებით, გულმკერდის შუა ნაწილში. ტკივილს აქვს მოჭერითი ხასიათი, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს ზეწოლისა და წვის შეგრძნება. ტკივილი შეიძლება ირადირებდეს (გადადიოდეს) მხრის, მკლავის, ზურგის, ბეჭის ქვეშ და ქვედა ყბის მიდამოში. შეიძლება იყოს ტკივილი კუჭის არეში. აგრეთვე შასაძლოა, გულის ტკივილს ახლდეს სუნთქვის გაძნელება, შიში, შფოთვა, დაღლილობა.
რა არის „მუნჯი იშემია“ ?
მუნჯი იშემია ერთ-ერთი სახიფათო პროცესია, რომელიც მიმდინარეობს გულის კუნთში სიმპტომის გარეშე და ხშირად მთავრდება მიოკარდიუმის ინფარქტით. მისი გამოვლენისათვის აუცილებელია კლინიკოლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები, როგორიც არის: ელექტროკარდიოგრაფია ( 24 საათიანი), ელექტროკარდიოგრაფია ჰოლტერის მეთოდით, ქოლესტერინის დონის განსაზღვრა სისხლში და კოაგულოგრამა.
რას იწვევს გიდი?
გიდი მნიშვნელოვნად ზღუდავს ადამიანის ცხოვრების წესს, მცირდება მისი შრომისუნარიანობა, უშლის ხელს მცირე ფიზიკურ აქტივობასაც. ამ დროს, პაციენტმა უნდა მიმართოს ოჯახის ექიმს, რომელიც მოახდენს დაავდების დროულ დიაგნოსტირებას და დაუნიშნავს შესაბამის მკურნალობას, ან საჭიროების შემთხვევაში უნდა მიმართოს კარდიოლოგს. მნიშვნელოვანია, პაციენტს დაენიშნოს დროული თერაპია.
განსაკუთრებულია, ამ შემთხვევაში, მეტაბოლური თერაპია, რომლის მიზანია გულის კუნთის მიერ ჟანგბადის მიწოდების ოპტიმიზაცია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებას.
გისურვებთ ჯანმრთლობას და სულიერ სიშვიდეს │ ლია მამასახლისი