კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
რუჯი და ზღვა ორსულობის დროს - თამარ სოლოშვილი
29/06/2023

მედკაპიტალის მეან-გინეკოლოგი, თამარ სოლოშვილი, საუბრობს ყველა ორსულისათვის საინტერესო თემაზე: რუჯი და ზღვა ორსულობის დროს.

ორსულობა ბუნებრივი მდგომარეობაა. ყველა ორსულს სჭირდება განტვირთვა, დასვენება. მათ შორის, მზე,ზღვა და რუჯი.

თუ ორსულს არ აღენიშნება ჯანმრთელობის პრობლემები, ცურვა საკმაოდ სასარგებლოა. ის აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევასა და თვითშეგრძნებას. ხსნის შეშუპებას და ამცირებს წნევას. შეიძლება ითქვას, რომ ამ დროს ორსული საკუთარ სხეულს ამზადებს მშობიარობისთვის. აუცილებელია, ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის დროს დაიცვათ უსაფრთხოების ზომები.

რაც შეეხება ყველასთვის საყვარელ რუჯს:

უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, უმჯობესია, ორსული მოერიდოს შუადღის საათებში მზეზე ყოფნას. უნდა გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს კანი უფრო მეტად მგრძნობიარეა მზის ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ადვილად ხდება კანის დამწვრობა და ორგანიზმის გაუწყლოება. გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები.

რეკომენდაცია: ორსულობის პირველ ტრიმესტრში მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას, მათ შორის, ცურვას;

მოერიდეთ მზეზე ყოფნას, თუ აღგენიშნებათ თაბრუსხვევა, სისუსტე და უჰაერობა. │ თამარ სოლოშვილი