კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
ოფთალმოლოგი ხატია ხუციშვილი ალერგიული კონიუნქტივიტის შესახებ
17/05/2024

რა არის ალერგიული კონიუნქტივიტი და რა სიმპტომებით ვლინდება ის?

თვალის კაკლის ლორწოვანი გარსი - კონიუნქტივა, გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობით სხვადასხვა გამღიზიანებლის მიმართ, რაც იწვევს ალერგიულ რეაქციას მათზე და გამოიხატება მსგავსი სიმპტომებით, როგორებიცაა:

  • ქუთუთოების შეშუპება-სიწითლე
  • კონიუნქტივის ჰიპერემია და შეშუპება
  • მოთეთრო ფერის ლორწოვანი გამონადენი
  • ძლიერ გამოხატული ქავილი
  • ცხვირიდან ლორწოვანი გამონადენი

როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

ალერგიული კონიუნქტივიტის დიაგნოსტიკა, ძირითადად, ხდება კლინიკურად გამოხატული ნიშნების სიმპტომატიკის მიხედვით. ასევე, გამოიყენება ალერგიული სინჯები.

როგორ ხდება მკურნალობა?

პირველ რიგში, უნდა მოვარიდოთ პაციენტი ალერგენთან კონტაქტს. მკურნალობა დამოკიდებულია ალერგიის გამოვლენის სიმწვავეზე.

რა სახის გართულება შეიძლება განვითარდეს?

ხშირ შემთხვევაში, დაგვიანებულმა მომართვიანობამ და გარკვეული ჯგუფის პრეპარატების თვითნებურმა ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება პირიქით, უარყოფიი ზეგავლენა მოახდინოს მხედველობის ორგანოზე.