კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
მაია დოლიძე - მედკაპიტალის მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, საქართველოს პერინატოლოგთა და მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი
24/03/2023

მაია დოლიძე პასუხობს ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და განიხილავს მნიშვნელოვან საკითხებს

გინეკოლოგია მედიცინის დარგია, რომელიც ქალის რეპროდუქციული სისტემის დაავადებებს შეისწავლის. გინეკოლოგიის მიზანია ამ დაავადებების დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია.

რომელი გინეკოლოგიური დაავადებები გვხვდება ყველაზე ხშირად?

გინეკოლოგიური დაავადებები შეიძლება დავყოთ რამდენიმე ჯგუფად, ესენია - ენდოკრინული დარღვევები, სქესობრივი გზით გადამცემი დაავადებები, ანთებითი და არაანთებითი, ასევე ონკოლოგიური პათოლოგიები.

რა სიხშირით უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?

პროფილაქტიკური გასინჯვისათვის, უნდა მივმართოთ წელიწადში ერთხელ მაინც, ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა დაავადებების პრევენციისათვის, რადგან საწყის ეტაპზე აღმოჩენილი პათოლოგიის მკურნალობა გაცილებით ეფექტურია, ვიდრე შორს წასული შემთხვევების.
იმ შემთხვევაში, თუ დაავადება დიაგნოსტირებულია, ვიზიტის სიხშირე განისაზღვრება ინდივიდუალურად, მკურნალი ექიმის მიერ.

რა ასაკიდან უნდა მივმართოთ გინეკოლოგს?

პროფილაქტიკური გასინჯვა, ქალმა, სიცოცხლის ნებისმიერ პერიოდში უნდა ჩაიტაროს - მომწიფების, რეპროდუქციულ ასაკში, პრე, მენო და პოსტმენოპაუზის პერიოდში, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა სქესობრივი ცხოვრება.

სიმპტომები, როდესაც ქალმა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს?

თუ ქალს აქვს შემდეგი ჩივილები: ჭარბი სისხლდენა, სისხლიანი გამონადენი მენოპაუზის პერიოდში, მუცლის ქვემო მესამედში ტკივილები, სხვადასხვა სახის გამონადენი, წვა და ქავილი, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს გინეკოლოგს, თვითმკურნალობა გაუმართლებელია!

და ბოლოს, გინეკოლოგიური რჩევა ქალებს

ძვირფასო ქალებო, ნუ დაიზარებთ და ნუ გადადებთ გინეკოლოგთან ვიზიტს, ვინაიდან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი სრულფასოვანი და ჯანმრთელი ცხოვრებისთვის. ︱ მაია დოლიძე