კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
მამოლოგთან ვიზიტი და ორსულობა
30/05/2023

ცხოვრების ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპის წინ, როგორიც არის ორსულობა აუცილებელია მამოლოგთან ვიზიტი, რათა გამოირიცხოს ამა თუ იმ პრობლემის არსებობა სარძევე ჯირკვალში.

ორსულობის დადგომის შემდგომ სარძევე ჯირკვლის ფორმა და სტრუქტურა იცვლება, რაც შეიძლება გახდეს სერიოზული დაავადების გაჩენის რისკი. ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალურმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს სარძევე ჯირკვალში უკვე არსებული წარმონაქმნების ზრდა. იგივე რეკომენდაციებია ექსტრაკორპორალური (ხელოვნური) განაყოფიერების წინ, ჰორმონალური კონტრაცეპტივებისა და ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის შემთხვევებში │ ვლადიმერ ნადირაძე

მამოლოგთან ვიზიტი აუცილებელია:

  • 18-19 წლის გოგონებისათვის, რომელთაც არ აქვთ სერიოზული პათოლოგია და ონკოდაავადებებისადმი გენეტიკური განწყობა - წელიწადში ერთხელ მენსტრუალური ციკლის პირველ პერიოდში. (5-12 დღე.)
  • სარძევე ჯირკვლების ექოსკოპია უნდა ჩატარდეს წელიწადში მინიმუმ ერთხელ.
  • მამოგრაფია რეკომენდებულია 40-დან 70–მდე ასაკის ქალბატონებისათვის ორ წელიწადში ერთხელ. ექოსკოპიისა და მამოგრაფიის ჩატარება არ ანაცვლებს სპეციალიტთან ვიზიტს.
  • ორსულობის დაგეგმვამდე, ექსტარაკორპორალურ (ხელოვნურ) განაყოფიერებამდე, ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დაწყებამდე.
  • თუკი გაქვთ სარძევე ჯირკვლების არეში დისკომფორტი, ტკივილი.
  • თუ შენიშნეთ გამონადენი დვრილიდან, სარძევე ჯირკვალში მოც. წარმონაქმნი.

#მედკაპიტალი - თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის!