მედკაპიტალის პედიატრი, ნათია ჯოხაძე, საუბრობს თემაზე: აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი
ადრეული ნიშნები, რომლებიც ძალიან საყურადღებოა:
საზოგადოდ, ბავშვთა აუტიზმი განმარტებულია, როგორც განვითარების მძიმე დარღვევა. ეს ასეა, თუმცა, ბავშვი ამ სტატუსის ნაადრევად მიკუთვნებისგან რომ დავიცვათ, უპირატესობას ასეთ განსაზღვრას მივანიჭებთ:- აუტიზმი არის იმ დარღვევათა ერთობლიობა, რომელიც უარყოფითად ზემოქმედებს ბავშვის შესაძლებობაზე, დაამყაროს სხვებთან ურთიერთობა. ასეთი ფორმულირება საშუალებას გვაძლევს, იმედი არ გადავიწუროთ და ბავშვს განვითარების შანსი მივცეთ.
თუ თქვენი შვილი სამ წლამდეა:
უნდა გავბედოთ და ვთქვათ, საეჭვოა აქ აუტიზმის არსებობა.
ვფიქრობთ, რომ გარკვეული ფაქტორები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აუტისტური სინდრომის ჩამოყალიბებას. მაგ : - დედის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, როგორც მშობიარობამდე, ისე შემდგომ. ასევე, დედა-შვილის ურთიერთობა ფეხმძიმობისა და ბავშვის დაბადების შემდეგ.
პირველი სახიფათო ნიშნებია:- როცა ბავშვი უარს ამბობს დედის რძეზე, გაუთავებლად ატრიალებს თავს, იქნევს ხელებს თვალებთან და უყურებს ერთ წერტილს.
სამწუხაროდ, მზა რეცეპტი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის დღესდღეობით არ არსებობს, თუმცა რამდენიმე რჩევა მაინც შეგვიძლია მოგცეთ:
და ბოლოს, ჩემო პაციენტებო, მე თქვენ ყველა მიყვარხართ, უბრალოდ, მიდგომას ვსწავლობ იმ ფენომენთან, რასაც აუტიზმი ჰქვია და ვიმედოვნებ, ამ სტატუსის მოზრდილი ასაკის ადამიანებთანაც შევძლებ შეხვედრას │ ნათია ჯოხაძე