რა არის ბაქტერიული ვაგინიტი?
ბაქტერიული ვაგინიტი არის ყველაზე გავრცელებული ვაგინალური ინფექცია, რომელიც გამოწვეულია ვაგინალური მიკროფლორის ბალანსის დარღვევით.
გამომწვევი მიზეზები: ბაქტერიული ვაგინიტი არ არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, თუმცა მისი განვითარების რისკი იზრდება, თუ ქალი ხშირად იცვლის სქესობრივ პარტნიორებს. გამომწვევ მიზეზებს შორისაა:
სიმპტომები: ბაქტერიული ვაგინიტის მთავარი სიმპტომებია:
- ვაგინალური გამონადენის ზრდა
- არასასიამოვნო სუნი, განსაკუთრებით თევზის მსგავსი სუნი
- ქავილი
- წვის შეგრძნება
- სხეულის ტემპერატურის მომატება
- გახშირებული შარდვა
- სიმძიმის შეგრძნება, დისკომფორტი, ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში
- ვაგინალური სიმშრალე
დიაგნოსტიკა: დიაგნოსტიკა მოიცავს მედკაპიტალის გინეკოლოგთან ვიზიტს, რათა განისაზღვროს ვაგინალური მიკროფლორის მდგომარეობა.
პრევენციისთვის რეკომენდებულია ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორად შერჩეული ინტიმური ჰიგიენის საშუალებები და რეგულარული ვიზიტები მეან-გინეკოლოგთან.
სტატია მომზადებულია მეან-გინეკოლოგ ნონა გიშჩუკის მიერ.