კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
ინსულტის განვითარება, სიმპტომები, რისკები და მკურნალობა - თინათინ ბასიაშვილი
16/06/2023

მედკაპიტალის ექიმი ნევროლოგი თინათინ ბასიაშვილი საუბრობს ინსულტის განვითარების, სიმპტომების, რისკებისა და მკურნალობის შესახებ:

რა არის ინსულტი?

ინსულტი სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა, რომელიც განპირობებულია ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიით.

რა არის ინსულტის სიმპტომები?

  • თავის ტკივილი
  • მეტყველების დარღვევა
  • ცნობიერების დაქვეითება
  • ძალის დაქვეითება კიდურებში
  • სახის ასიმეტრია
  • მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა
  • სახისა და კიდურების დაბუჟება

რამდენი ტიპის ინსულტი არსებობს?

არსებობს 2 სახის ინსულტი:

  • იშემიური - რომელიც განპირობებულია თავის ტვინის არტერიის თრომბით დახშობით
  • ჰემორაგიული - სისხლჩაქცევა თავის ტვინში, რომელიც ვითარდება სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის შედეგად.

შესაძლებელია თუ არა, ინსულტის მკურნალობა?

თანამედროვე მედიცინაში, იშემიური ინსულტის მკურნალობის აღიარებული მეთოდებია: თრომბექტომია და თრომბოლიზისი

თრომბექტომია - გულისხმობს სისხლძარღვიდან თრომბის ამოღებას ენდოვასკულარული გზით, რაც განაპირობებს სისხლის ნაკადის აღდგენას ტვინში. ის გამოიყენება მაშინ, როდესაც თრომბოლიზისი (ანუ თრომბის დაშლა) შეუძლებელია, მისი სიდიდიდან გამომდინარე.

რა არის ინსულტის განვითარების რისკ-ფაქტორები?

  • არითმია
  • მაღალი არტ. წნევა
  • შაქრიანი დიაბეტი
  • ჭარბი წონა
  • ალკოჰოლისა და თამბაქოს ჭარბი მოხმარება

როგორ შეიძლება ინსულტის პრევენცია?

  • დაარეგულირეთ სისხლის წნევა
  • აკონტროლეთ ქოლესტერინის შემცველობა სისხლში
  • შეწყვიტეთ ჭარბი ალკოჰოლის მიღება
  • უარი თქვით თამბაქოზე
  • მიირთვით ჯანსაღი საკვები
  • აკონტროლეთ სხეულის მასა
  • ივარჯიშეთ რეგულარულად

ინსულტის ნაადრევი დიაგნოსტიკა და მკურნალობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ყველაზე მაღალი ინვალიდიზაციის ხარისხი ნევროლოგიაში, სწორედ ამ დაავადების გამოა.

თანამედროვე მედიცინაში ინსულტის პრევენცია შესაძლებელია! │ თინათინ ბასიაშვილი