მოციმციმე არითმიის დროს წინა გული არარეგულარულად იკუმშება და "ციმციმებს".
დაავადების მიზეზებია:
- არტერიული ჰიპერტენზია
- გულ-სისხლძარღვთა სხვადასხვა პათოლოგიები
- რევმატიული დეფექტები/სარქველის დაზიანება
- ფარისებრი ჯირკვლის დაავადება
- ნარკოტიკული და ალკოჰოლური ინტოქსიკაციები
- შაქრიანი დიაბეტი
- ფსიქო-ემოციური დაძაბულობა
- გულის უკმარისობის დროს მედიკამენტების გადაჭარბებული მიღება
- წინა გულის მიოკარდის სტრუქტურული ასაკობრივი ცვლილება
სიმპტომები:
- დისკომფორტი გულმკერდის არეში
- გახშირებული გულისცემა
- სისუსტე
- თაბრუსხვევა
- ხუთვა
- მწვავე ინსულტის სიმპტომები
- არარეგულარული პულსი
- პულსის დეფიციტი
- გულის მუშაობის დარღვევა
- უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში
- გულყრა
დიაგნოსტიკა:
- კარდიოლოგის მიერ გასინჯვა
- ელექტროკარდიოგრაფია (ეკგ)
- გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა
- კომპიუტერული ტომოგრაფია
საშიშროება:
- მოციმციმე არითმია იწვევს გულის უკმარისობას
- თრომბოემბოლიურ გართულებებს
#მედკაპიტალი - თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის!