ჩვენმა კლინიკამ, მედკაპიტალმა, სიხარულით უმასპინძლა "|სისხლის ბანკ სიცოცხლეს". კლინიკის პაციენტებმა და თანამშრომლებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს იმ ადამიანების დახმარებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ.
სისხლის რეგულარული დონაცია მხოლოდ პაციენტების გადარჩენას არ ემსახურება – ის ასევე სასარგებლოა თავად დონორის ჯანმრთელობისთვის.
თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ რეგულარულ დონაციას შეუძლია:
- არტერიული წნევის კონტროლი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღება.
- სისხლის კოლტების თავიდან აცილება, რაც ამცირებს ინსულტისა და გულის შეტევის რისკს.
- ჭარბი რკინის გამოდევნა ორგანიზმიდან, რაც სიმსივნის რისკებს ამცირებს.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ რეგულარული დონორი არამარტო სხვის სიცოცხლეს გადაარჩენს, არამედ საკუთარ ჯანმრთელობაზეც ზრუნავს.
განსაკუთრებული მადლობა "სისხლის ბანკ სიცოცხლეს" და ყველას, ვინც აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. მოდით, ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!