"მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრატორის თანამდებობაზე.
კომპანიის შესახებ:
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:30 (ორშ-პარ);
ადგილმდებარეობა: (საბურთალო- მეტროსთან ახლოს);
ძირითადი მოვალეობები:
▶ პაციენტის საჭიროების დადგენა შესაბამისი კომუნიკაციის საშუალებით და მათი სწორად გადამისამართება;
▶ პაციენტისთვის კლინიკის სერვისების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
▶ შესაბამის პროგრამებში/რეესტრში მუშაობა;
▶ გეგმური ამბულატორიული სამედიცინო ბარათების წარმოება კომპეტენციის ფარგლებში, წესების სრული დაცვით;
▶ ფულადი სახსრების მიღების, გაცემის, აღრიცხვისა და შენახვის ოპერაციების განხორციელება დადგენილი წესის სრული დაცვით, მათ შორის სალარო აპარატთან მუშაობა;
ძირითადი მოთხოვნები:
▶ ორგანიზებულობა;
▶ პასუხისმგებლობის გრძნობა;
▶ დეტალებზე ორიენტირებულობა;
▶ ლოგიკური აზროვნების უნარი;
▶ ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
▶ განვითარების შესაძლებლობას;
▶ კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევით სარგებლობის შესაძლებლობას;
▶ Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.
თუ ფიქრობთ, რომ თავს გაართმევთ ზემოთ ჩამოთვლილ მოვალეობებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით.
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.
წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
"მედკაპიტალი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.