პოზიციის დასახელება: კარდიოლოგის მედდა;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: დიდუბისა და საბურთალოს ფილიალისთვის.
კომპანიის შესახებ:
შპს „მედკაპიტალი“ 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას
ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია
დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
საოფისე პროგრამების ცოდნა.
მოვალეობები:
კვალიფიციური საექთნო საქმიანობის განხორციელება, დაწესებულებაში
დანერგილი გაიდლაინების, პროტოკოლების და განკარგულებების შესაბამისად;
სამედიცინო დაწესებულების შიდა ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;
კაბინეტის ხარჯვის წარმოება შიდა ელექტრონულ პროგრამა webmed-ში;
ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;
ექიმის დანიშნულების შესაბამისად ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ჩატარება;
კვლევის დროს პაციენტის მდგომარეობის კონტროლი და უსაფრთხოების
უზრუნველყოფა.
ეკგ-ს აპარატის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და სწორად გამოყენება;
მიღებული ეკგ-ს ჩანაწერის სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი ექიმისთვის/
კარდიოლოგისთვის გადაცემა;
ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
სხვა უნარ-ჩვევები:
ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
პასუხისმგებლობის გრძნობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
სიახლეების ათვისების უნარი;
განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი;
მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე
ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება;
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!