კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
სიახლეები
ყველა
09/09/2026
კარდიოლოგის მედდა
პოზიციის დასახელება: კარდიოლოგის მედდა; ანაზღაურება: შეთანხმებით; ადგილმდებარეობა: დიდუბისა და საბურთალოს ფილიალისთვის. კომპანიის შესახებ: შპს „მედკაპიტალი“ 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;  სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;  სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;  საოფისე პროგრამების ცოდნა. მოვალეობები:  კვალიფიციური საექთნო საქმიანობის განხორციელება, დაწესებულებაში დანერგილი გაიდლაინების, პროტოკოლების და განკარგულებების შესაბამისად;  სამედიცინო დაწესებულების შიდა ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;  კაბინეტის ხარჯვის წარმოება შიდა ელექტრონულ პროგრამა webmed-ში;  ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;  ექიმის დანიშნულების შესაბამისად ელექტროკარდიოგრამის (ეკგ) ჩატარება;  კვლევის დროს პაციენტის მდგომარეობის კონტროლი და უსაფრთხოების უზრუნველყოფა.  ეკგ-ს აპარატის ტექნიკური გამართულობის შემოწმება და სწორად გამოყენება;  მიღებული ეკგ-ს ჩანაწერის სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი ექიმისთვის/ კარდიოლოგისთვის გადაცემა;  ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; სხვა უნარ-ჩვევები:  ორგანიზებულად მუშაობის უნარი;  პასუხისმგებლობის გრძნობა;  გუნდური მუშაობის უნარი;  სიახლეების ათვისების უნარი;  განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი;  მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , 2026 წლის 24 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება; შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!
09/09/2026
ვაკანსია მედდა
პოზიციის დასახელება: მედდა; ანაზღაურება: შეთანხმებით; ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი, საბურთალო, დიდუბე, სამგორი . კომპანიის შესახებ: შპს „მედკაპიტალი“ 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება (სავალდებულოა);  სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;  საოფისე პროგრამების ცოდნა. მოვალეობები:  კვალიფიციური საექთნო საქმიანობის განხორციელება, დაწესებულებაში დანერგილი გაიდლაინების, პროტოკოლების და განკარგულებების შესაბამისად;  პაციენტის პირველადი გამოკითხვის ჩატარება;  სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება;  სამედიცინო დაწესებულების შიდა ელექტრონულ სისტემაში მუშაობა;  კაბინეტის ხარჯვის წარმოება შიდა ელექტრონულ პროგრამა webmed-ში;  ხარისხის მენეჯმენტის სისტემის განვითარების ხელშეწყობა;  პედიატრიული კაბინეტის შემთხვევაში, პაციენტთან დაკავშირება და გეგმიური აცრის საჭიროების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;  ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში; სხვა უნარ-ჩვევები: ორგანიზებულად მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი; სიახლეების ათვისების უნარი; განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი; მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected] , 2026 წლის 30 სექტემბერის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება; შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.წარმატებას გისურვებთ!
07/08/2026
ფლებოტომისტი
შპს "მედკაპიტალი" აცხადებს ვაკანსიას ფლებოტომისტის პოზიციაზე დიდუბის, სამგორისა და საბურთალოს ფილიალებისთვის. ანაზღაურება: შეთანხმებით; კომპანიის შესახებ: შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება; ** ლაბორატორიაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება; ** სასურველია სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული კლინიკური და საკანონმდებლო ნორმების ცოდნა; ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; მოვალეობები: ** პაციენტისთვის, წინასწარ განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად, ვენიდან სისხლის აღება; ** ტექნიკურად გამართული ვენეფუნქციის შესრულება; ** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. ** მიკროსკოპთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება პრიოერიტეტად); ** კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატების ქონა ჩაითვლება პრიოერიტეტად. სხვა უნარ-ჩვევები: ** ორგანიზებულად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სიახლეების ათვისების უნარი; ** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში თქვენ დაგხვდებათ: ** საიამოვნო და მეგობრული გარემო; ** გთავაზობთ ჯანმრთელობის დაზღვევას; ** Fitpass; თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected], 2026 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
ბლოგი
ყველა
29/04/2026
რატომ უნდა აცრა შენი შვილი და რა მნიშვნელობა აქვს სავალდებულო აცრებს?
აუცილებელია ვიცოდეთ როდის და რა აცრები უნდა ჩავუტაროთ ჩვენს შვილებს. გაიგე რატომ უნდა აცრა შენი შვილი და რა მნიშვნელობა აქვს სავალდებულო აცრებს? 1.B ჰეპატიტის (hepB/Hep B) ვაქცინა - B ჰეპატიტის ვაქცინა B ჰეპატიტისგან იცავს თავად ბავშვსაც და მასთან კონტაქტში მყოფ სხვა ადამიანებსაც. B ჰეპატიტის მქონე ბავშვებს, როგორც წესი, არ აქვთ დაავადების სიმპტომები, მაგრამ შეუძლიათ, ვირუსი სხვებს გადასცენ. B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა რამდენიმე დოზას მოიცავს. პირველი კეთდება სამშობიაროში, დაბადებიდან 12 საათის განმავლობაში, მომდევნოები - მეორე, მესამე და მეოთხე თვეს. თუ დედას სისხლში აღმოაჩნდა B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HbsAg), ჩვილს ვაქცინასთან ერთად B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინსაც უკეთებენ. 2. ბცჟ (BCG) – ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა- ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ტარდება სამშობიაროში, დაბადებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში, თუ ეს ვერ მოხერხდა - პირველივე შესაძლებლობისთანავე წლამდე. ამ ასაკის შემდეგ ბცჟ-ს გაკეთება რეკომენდებული არ არის, რადგან ვაქცინის დამცავი ეფექტი იკლებს. 3. ჰექსა – დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ ვაქცინა 2, 3, და 4 თვის ასაკში კეთდება კომბინირებული ექვსკომპონენტიანი ვაქცინა დყატ+Bჰეპ+ჰიb+იპვ (ჰექსა/DPaT+HepB+Hib+IPV). დყატ არის დიფტერიის, ყივანახველისა (არაუჯრედულის) და ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, B ჰეპ – B ჰეპატიტის, ჰიბ – ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი ბ–სი, იპვ – ინაქტივირებული პოლიომიელიტისა. კურსი სამ დოზას მოიცავს, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალი 4 კვირაა. ვაქცინირება რეკომენდებულია 24 თვემდე. 4. PNEVMO/PCV – პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინა პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (PNEVMO/PCV) სამ დოზას მოიცავს. აცრა ტარდება 2, 4, 12 თვის ასაკში. ის ბავშვს იცავს პოტენციურად სასიკვდილო ინფექციებისგან – პნევმოკოკური მენინგიტისა და პნევმოკოკური პნევმონიისგან. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, თუმცა არ არის გამორიცხული მსუბუქად გამოხატული გვერდითი მოვლენები. 5. როტა/ROTA - ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა როტავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა (როტა/Rota) ინიშნება პერორალურად (წვეთებით). კურსი ორ დოზას მოიცავს. პირველი დოზის მიცემა რეკომენდებულია 16 კვირამდე, მეორისა – 24 კვირამდე. აცრა ბავშვს იცავს როტავირუსით გამოწვეული ძლიერი დიარეის, ღებინებისა და მუცლის ტკივილისგან. ვაქცინა უსაფრთხოა, თუმცა, როგორც ნებისმიერმა წამალმა, შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი თანამოვლენებიც (დიარეა, ღებინება). 6. წწყ/MMR ვაქცინა წითელა-წითურა-ყბაყურას (წწყ/MMR) ვაქცინაციის კურსი ორდოზიანია, ტარდება 12 თვისა და 5 წლის ასაკში. არავაქცინირებული ბავშვები და მოზარდები უნდა აიცრან წწყ ვაქცინის 2 დოზით. აცრა იცავს წითელასგან, ყბაყურასა და წითურასგან. ის უსაფრთხოა. ამ აცრასა და აუტიზმს შორის კავშირი არ არსებობს. თანმხლები მოვლენები მსუბუქია, მოიცავს ტკივილს, სიწითლეს ან შეშუპებას აცრის ადგილას, 7.დიფთერია,ყივანახველა,ტეტანუსი , პოლიომელიტი (DTaP/P) - საწინააღმდეგო ვაქცინა დიფთერია, ყივანახველა (არაუჯრედული), ტეტანუსი, ინაქტივირებული პოლიომიელიტის საწინააღმდეგო (დყატ/პ) ვაქცინით აცრა (რევაქცინაცია) ტარდება 18 თვის და 5 წლის ასაკში. 8.ტეტანუსი-დიფთერია (Td) - საწინააღმდეგო ვაქცინა ვაქცინა შეიცავს დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინებს - ბაქტერიული ტოქსინების დასუსტებულ ფორმებს, რომლებიც ქმნიან იმუნურ სისტემას დაავადების გამოწვევის გარეშე. დიფტერია და ტეტანუსი წარმოადგენს სიცოცხლისთვის საშიშ ბაქტერიულ ინფექციებს, რომლებიც, მკურნალობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება დასრულდეს მძიმე გართულებებით, განსაკუთრებით ბავშვებში; 9. გრიპის აცრა გრიპის ყოველწლიური ვაქცინაცია საუკეთესო საშუალებაა გრიპისა და მისი პოტენციურად მძიმე გართულებებისგან ბავშვის დასაცავად. ექიმები გვირჩევენ, 6 თვიდან ბავშვს ყოველ შემოდგომაზე – სასურველია, ოქტომბრის ბოლომდე – ჩავუტაროთ გრიპის ვაქცინაცია. ზოგ ბავშვს შესაძლოა 2 დოზა დასჭირდეს. თუ ოქტომბრის ბოლომდე ვერ ავცერით, შეიძლება მოგვიანებით აცრაც . ქალებმა გრიპის ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ ყოველი ორსულობის დროს. 10. ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (აპვ (HPV))-9კომპონენტიანი მდედრობითი სქესის 13-45 წლის ადამიანებში: 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის ორი დოზა მინიმუმ 6-თვიანი შუალედით; 15-45 წლის ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე (ანუ ვაქცინის მეორე დოზა საწყისიდან 2 თვის შემდეგ მიიღება, მესამე კი — მე-6 თვეს). მამრობითი სქესის 13-26 წლის ადამიანებში: 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის ორი დოზა მინიმუმ 6-თვიანი შუალედით; 15-26 წლის ასაკობრივ ჯგუფში — ვაქცინის სამი დოზა სქემით: 0-2-6 თვე. ადამიანის პაპილომავირუსების ჯგუფი 200-ზე მეტ ვირუსს აერთიანებს. ინფიცირდებიან მოზრდილებიც და მოზარდებიც. ზოგიერთი ვირუსი იწვევს, სქესის შესაბამისად, საშვილოსნოს ყელის, საშოს, ვულვის, ასოს კიბოს, ორივე სქესის ადამიანებთან – ანალურ კიბოს, ენის ფუძისა და ნუშისებრი ჯირკვლების კიბოს, გენიტალურ მეჭეჭებს. HPV ვრცელდება სქესობრივი კავშირის შედეგად. ის იმდენად გავრცელებულია, რომ ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე თითქმის ყველა ადამიანი ავადდება. იყავი ინფორმირებული როგორ დაიცვა თავი სხვადასხვა ინფექციებისგან და მართე შენი ჯანმრთელი მომავალი!
29/05/2025
ქრონიკული ვენური უკმარისობა და სიცხე – რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად ზაფხულში?
ზაფხული ბევრისთვის სიხარულთან ასოცირდება, თუმცა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ქრონიკული ვენური უკმარისობა აწუხებთ, ეს სეზონი შეიძლება საკმაოდ არასასიამოვნო აღმოჩნდეს. მაღალი ტემპერატურა უარყოფითად მოქმედებს ვენურ სისტემაზე და აუარესებს სიმპტომებს, რაც გავლენას ახდენს როგორც ყოველდღიურ კომფორტზე, ისე ზოგად ჯანმრთელობაზე. რა გავლენას ახდენს სიცხე ვენებზე? მაღალ ტემპერატურაზე ვენები ფართოვდება, რის შედეგადაც სისხლის ნაკადი ნელდება. ეს პროცესები განსაკუთრებით რთულია იმ ადამიანებისთვის, ვინც უკვე იტანჯებიან ვენური უკმარისობით. სიმპტომები: ფეხების შეშუპება, განსაკუთრებით დღის ბოლოს სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნება ქვედა კიდურებში ტკივილი ან წვა ვარიკოზული ვენების გამოკვეთა ექიმის რჩევები – როგორ შევიმსუბუქოთ მდგომარეობა? ლიკა მამასახლისის რჩევები: დღის აღნიშნულ მონაკვეთში (12:00–16:00) ერიდეთ აქტიურ მოძრაობასა და დატვირთვას ღია სივრცეში გამოიყენეთ კომპრესიული წინდები – მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით ატარეთ თავისუფალი, მსუბუქი ტანსაცმელი, რაც ხელს უწყობს თერმული ბალანსის შენარჩუნებას შეამცირეთ ცხელი აბაზანებისა და შხაპის ხანგრძლივობა მიიღეთ საკმარისი რაოდენობით სითხე – მინიმუმ 1.5–2 ლიტრი წყალი დღეში მოერიდეთ ცხიმიან და მძიმე საკვებს – მათ შეუძლიათ გაზარდონ ანთებითი პროცესები ყოველდღიური მსუბუქი ფიზიკური აქტივობა – ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციას რეკომენდებულია ზღვაში ცურვა – ეს ბუნებრივი ჰიდრომასაჟია ვენებისთვის სასარგებლოა მაგნიტური ქვიშები ცხელი ქვიშები – არ არის რეკომენდებული! როდის მივმართოთ ექიმს? თუ გაწუხებთ: ძლიერი ტკივილი კანის ფერის ან სტრუქტურის ცვლილება ზედაპირული ვენების ანთება ფეხის მკვეთრი შეშუპება, ტკივილი, სიწითლე აუცილებელია დროული კონსულტაცია. უყურადღებოდ დატოვებულმა ვენურმა პრობლემებმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.
06/05/2025
რჩევები ჯანსაღი კვების შესახებ მანანა გოგოხიასგან
ჯანსაღ კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის ხელს უწყობს ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებას, გიცავთ ქრონიკული დაავადებებისგან და აძლიერებს იმუნურ სისტემას. გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. ჯანსაღი კვების ძირითადი კომპონენტები: ნახშირწყლები — ორგანიზმის ენერგიის მთავარი წყაროა. სასურველია, ყოველდღიური რაციონის დაახლოებით მესამედი სწორედ ნახშირწყლებისგან შედგებოდეს. ხილი და ბოსტნეული — მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებით და მინერალებით. ისინი აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რძე და რძის პროდუქტები — წარმოადგენს ცილებისა და კალციუმის მნიშვნელოვან წყაროს. კალციუმი აუცილებელია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისთვის. ცილები (პროტეინი) — შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც სხეულის სამშენებლო ელემენტებია. ცილების მიღება შესაძლებელია ხორცის, თევზის, კვერცხის, ლობიოს, პარკოსნებისა და თხილეულის საშუალებით. ჯანსაღი ცხიმები — აუცილებელია ორგანიზმისთვის, ეხმარება გარკვეული ვიტამინების ათვისებაში და ხელს უწყობს ზრდას, განვითარებასა და ჰორმონალურ ბალანსს. ჯანსაღი კვების სარგებელი: ხელს უწყობს გულის დაავადებებისა და ინსულტის პრევენციას აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს ამცირებს არტერიულ წნევას ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლში ხელს უწყობს წონის ნორმალიზებას და შენარჩუნებას დასკვნა: ჯანსაღი კვება არის ცხოვრების სტილი, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. მისი სწორი დაგეგმვითა და რეალურ ცხოვრებაში დანერგვით შესაძლებელია მრავალი ჯანმრთელობის რისკის შემცირება. ოჯახის ექიმის რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ სწორ გზაზე დადგომაში. დამატებითი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მედკაპიტალის ოჯახის ექიმს.