31/03/2025
ვაკანსია - გადასხმის კაბინეტის მედდა
შპს "მედკაპიტალი" 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროში, კერძოდ, საოჯახო მედიცინის დარგში. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 450 თანამშრომელი და დარეგისტრირებულია 140 000 ბენეფიციარი.
პოზიციის დასახელება: მედდა;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ადგილმდებარეობა: თბილისი, გლდანი (მეტროს მიმდებარედ).
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ექთნად მუშაობის გამოცდილება;
** ინტრავენური მანიპულაციების სრულყოფილად ფლობა, მათ შორის ბავშვებში;
** უმაღლესი ან პროფესიული სამედიცინო განათლება;
** სპეციალობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერთიფიკატი;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 1 წლისა;
** სასურველია სამედიცინო დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
სხვა უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სიახლეების ათვისების უნარი;
** განსხვავებული აზრის მიმღებლობის უნარი;
** მუდმივ ზრდასა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს, გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected], 2025 წლის 20 აპრილის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით ათი სამუშაო დღის განმავლობაში.
წარმატებას გისურვებთ!
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
მედკაპიტალი კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.