კლინიკის შესახებ სერვისები ექიმები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა კერძო დაზღვევა სიახლეები ბლოგი პარტნიორები საკონტაქტო ინფორმაცია
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
მედკაპიტალი
თქვენი ჯანმრთელი მომავლისთვის
სიახლეები
ყველა
19/05/2025
გაიცანით ზოგადი ქირურგი თეიმურაზ შათირიშვილი
გაიცანით ზოგადი ქირურგი თეიმურაზ შათირიშვილი მრავლწლიანი პროფესიული გამოცდილების შემდეგ, ბატონი თეიმურაზი უკვე „მედკაპიტალის“ საბურთალოს ფილიალში გთავაზობთ სრულფასოვან ქირურგიულ მომსახურებას. წამყვან კლინიკებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, დაგროვილი ცოდნა, სიზუსტე და პაციენტზე ზრუნვა მას მაღალი პროფესიული ნდობით გამოარჩევს. დღეს ის წარმატებით საქმიანობს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში, ჩვენს გუნდში, სადაც თითოეული პაციენტის უსაფრთხოება და კომფორტი უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. თეიმურაზ შათირიშვილი გთავაზობთ: ზოგად ქირურგიულ მომსახურებას ზუსტ და სანდო დიაგნოსტიკას დეტალებზე მაქსიმალურ ყურადღებას მშვიდ, პროფესიონალურ და კომფორტულ გარემოს დაგვიკავშირდით: 032 272 09 09 მისამართი: ქ. თბილისი, საბურთალო, გამრეკელის ქ. 19
29/04/2025
ბავშვთა სტომატოლოგია მედკაპიტალში
ბავშვთა სტომატოლოგია მედკაპიტალში „მედკაპიტალი“–ს ბავშვთა სტომატოლოგიური სერვისები შექმნილია სპეციალურად იმისთვის, რომ პატარებისთვის სტომატოლოგთან ვიზიტი იყოს რაც შეიძლება მარტივი, მშვიდი და პოზიტიური გამოცდილება. ჩვენს გუნდს კარგად ესმის, რომ ბავშვისთვის ნებისმიერი სამედიცინო პროცედურა შესაძლოა სტრესული იყოს. სწორედ ამიტომ უზრუნველვყოფთ თბილ, მეგობრულ და პროფესიულ გარემოს, სადაც პატარები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ. რატომ ირჩევენ მშობლები მედკაპიტალს? გამოცდილი და ბავშვებთან კომუნიკაციაზე ორიენტირებული ექიმები მეგობრული და კომფორტული სივრცე ინდივიდუალურად მორგებული, ფრთხილი და უმტკივნეულო მკურნალობა რა სერვისებს ვთავაზობთ ბავშვებს? თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგია ენდოდონტია (არხების მკურნალობა) პაროდონტოლოგი ორთოდონტია – კბილების სწორი ზრდისა და თანკბილვის მართვა ჩვენი ფილიალები: გლდანი – ილია ვეკუას ქ. N18 დიდუბე – აკაკი წერეთლის გამზ. N138 საბურთალო – გამრეკელის ქ. N19 სამგორი – მოსკოვის გამზ. IV კვ., 3 კორპ.
29/04/2025
საუკეთესო ფასი ლაზერულ ეპილაციაზე
ბლოგი
ყველა
06/05/2025
რჩევები ჯანსაღი კვების შესახებ მანანა გოგოხიასგან
ჯანსაღ კვებას მნიშვნელოვანი როლი აქვს ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ის ხელს უწყობს ორგანიზმის სწორ ფუნქციონირებას, გიცავთ ქრონიკული დაავადებებისგან და აძლიერებს იმუნურ სისტემას. გთავაზობთ რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგეხმარებათ ჯანსაღი კვების ჩვევების ჩამოყალიბებაში. ჯანსაღი კვების ძირითადი კომპონენტები: ნახშირწყლები — ორგანიზმის ენერგიის მთავარი წყაროა. სასურველია, ყოველდღიური რაციონის დაახლოებით მესამედი სწორედ ნახშირწყლებისგან შედგებოდეს. ხილი და ბოსტნეული — მდიდარია ბოჭკოებით, ვიტამინებით და მინერალებით. ისინი აუცილებელია კუჭ-ნაწლავის ნორმალური მუშაობისთვის და იმუნური სისტემის გასაძლიერებლად. რძე და რძის პროდუქტები — წარმოადგენს ცილებისა და კალციუმის მნიშვნელოვან წყაროს. კალციუმი აუცილებელია ჯანმრთელი ძვლებისა და კბილებისთვის. ცილები (პროტეინი) — შეიცავს ამინომჟავებს, რომლებიც სხეულის სამშენებლო ელემენტებია. ცილების მიღება შესაძლებელია ხორცის, თევზის, კვერცხის, ლობიოს, პარკოსნებისა და თხილეულის საშუალებით. ჯანსაღი ცხიმები — აუცილებელია ორგანიზმისთვის, ეხმარება გარკვეული ვიტამინების ათვისებაში და ხელს უწყობს ზრდას, განვითარებასა და ჰორმონალურ ბალანსს. ჯანსაღი კვების სარგებელი: ხელს უწყობს გულის დაავადებებისა და ინსულტის პრევენციას აუმჯობესებს ქოლესტერინის დონეს ამცირებს არტერიულ წნევას ეხმარება სისხლში შაქრის დონის კონტროლში ხელს უწყობს წონის ნორმალიზებას და შენარჩუნებას დასკვნა: ჯანსაღი კვება არის ცხოვრების სტილი, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. მისი სწორი დაგეგმვითა და რეალურ ცხოვრებაში დანერგვით შესაძლებელია მრავალი ჯანმრთელობის რისკის შემცირება. ოჯახის ექიმის რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ სწორ გზაზე დადგომაში. დამატებითი კონსულტაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ მედკაპიტალის ოჯახის ექიმს.
01/04/2025
კიბოს სკრინინგი საქართველოში: რა უნდა იცოდეთ
კიბოს სკრინინგი საქართველოში: რა უნდა იცოდეთ საქართველოში მოქმედებს კიბოს სკრინინგის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს გამოვლენას. პროგრამის ფარგლებში სერვისები ხელმისაწვდომია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. სკრინინგის მიზანია, აღმოაჩინოს შესაბამისი პათოლოგიური ცვლილებები სიმპტომების გამოვლენამდე. კიბოს სკრინინგის ჩატრება უზრუნველყოფს დაავადების განვითარებისა და სიკვდილიანობის რისკის მკვეთრ შეზღუდვას. 40-70 ასაკის ქალებში ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ. პროგრამა უზრუნველყოფს მამოგრაფიას. პათოლოგიური ცვლილებების შემთხვევაში, მამოლოგის კონსულტაციასა და ექოსკოპიურ კვლევას. ძუძუს სკრინინგი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტარდება 2 წელიწადში ერთხელ უფასოდ. 25-60 წლის ასაკში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება უფასოდ. 50-70 წლის ასაკში ქალებსა და მამაკაცებში მსხვილი ნაწლავის სკრინინგი ტარდება უფასოდ. ძუძუს კიბო: რისკ-ფაქტორები და ნიშნები ძუძუს კიბო არის ყველაზე გავრცელებული დაავადება ქალებში, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს შემდეგ რისკ-ფაქტორებთან: მავნე ჩვევები, თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, ჭარბი წონა, დაბალი ფიზიკური აქტივობა. ძუძუს კიბოს სკრინინგი პირველი ნაბიჯია კიბოს გამოვლენაში. ამის შემდეგ აუცილებელია ძუძუს რეგულარული თვითგასინჯვა თვეში ერთხელ და პროფილაქტიკური ვიზიტი მამოლოგთან. კიბოს პროტოკლით მკურნალობა დამოკიდებულია სტადიის სიზუსტეზე. ძუძუს კიბოს სიმპტომები: ძუძუს წონაში მატება ჩაღრმავებები დვრილის დეფორმაცია ფერის შეცვლა გამონადენი და ტკივილი სარძევე ჯირკვლის არეში მკურნალობა ძუძუს კიბოს მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს სხივურ თერაპიას, ქიმიოთერაპიას, ტარგეტულ თერაპიას, ჰორმონოთერაპიას, იმუნოთერაპიას და ქირურგიულ მკურნალობას. რა მეთოდით და რა თანმიმდევრობით დაინიშნება მკურნალობა, დამოკიდებულია ძუძუს კიბოს სტადიაზე. მამაკაცებში ძუძუს კიბო აღსანიშნავია, რომ ძუძუს კიბო მამაკაცებშიც გვხდება. პროცენტულად უფრო ნაკლებ შემთხვევაში, მაგრამ საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია დროული სკრინინგი! ჩაიტარეთ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სკრინინგი, რათა თავიდან აიცილოთ დაავადების განვითარება და დარწმუნდეთ თქვენს ჯანმრთელობაში! ლიკა მამასახლისი, მედკაპიტალის ოჯახის ექიმი
25/09/2024
საყურადღებო სიმპტომები და გინეკოლოგიური რისკების პრევენცია
საყურადღებო სიმპტომები და გინეკოლოგიური რისკების პრევენცია! ქალის ჯანმრთელობა მუდმივი ყურადღებისა და ზრუნვის საგანს წარმოადგენს. გინეკოლოგიური პრობლემების საწყის ეტაპზე, ხშირ შემთხვევაში, გარკვეული სიმპტომები იჩენს თავს, რაც დროული რეაგირების შემთხვევაში, სერიოზული გართულებების თავიდან აცილების შესაძლებლობას გვაძლევს. საყურადღებო სიმპტომები, რომლებიც უნდა იცოდეთ: უჩვეულო გამონადენი – თუ შეამჩნიეთ მუქი, სუნიანი ან უჩვეულო კონსისტენციის გამონადენი, სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოთ გინეკოლოგს. მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი – ეს სიმპტომი შესაძლოა მიუთითებდეს მრავალი გინეკოლოგიური პრობლემის არსებობაზე, მათ შორის ანთებითი დაავადებებისა და კისტების. არარეგულარული მენსტრუაცია – მენსტრუაციული ციკლის დარღვევები სერიოზული პრობლემების სიგნალი შეიძლება იყოს, როგორიცაა ჰორმონალური დარღვევები. ტკივილი სქესობრივი აქტის დროს – შესაძლოა იყოს დაკავშირებული ენდომეტრიოზთან, ანთებასთან ან სხვა პათოლოგიებთან. უჩვეულო ქავილი ან სიწითლე – ეს სიმპტომები ხშირად ინფექციის ნიშნებია, ამიტომ აუცილებელია დროული მკურნალობა. როგორ დავიცვათ თავი გინეკოლოგიური რისკებისგან? რეგულარული ვიზიტები გინეკოლოგთან – მინიმუმ 6 თვეში ერთხელ მიმართეთ ექიმს პროფილაქტიკისთვის. ჯანმრთელობის მონიტორინგი – ყურადღებით დააკვირდით თქვენს ორგანიზმს და რეაგირება მოახდინეთ ნებისმიერ ცვლილებაზე. ჰიგიენის დაცვა – სწორად აღსრულებული ჰიგიენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფექციების პრევენციაში. თქვენი ჯანმრთელობა თქვენზეა დამოკიდებული – თუ დროულად მიიღებთ საჭირო ზომებს, შეძლებთ თავიდან აიცილოთ ბევრი გართულება. დაგვიკავშირდით ახლავე: 032 272 09 09